„წონას მხოლოდ მაშინ აბარებს, როცა ჩხუბი არ უწევს“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ილია თოფურიამ და არმან ცარუკიანმა სოციალური ქსელისა თუ მედიის საშუალებით ერთმანეთის წინააღმდეგ რამდენიმე რეპლიკა ისროლეს, რამაც მათ შორის აქამდე ერთი შეხედვით დალაგებული ურთიერთობა, საკმაოდ დაძაბა. სომეხ სპორტსმენს თავი არც ქართველი „ელ მატადორის“ მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ შეუკავებია და აღნიშნა, რომ ჩარლზ ოლივეირას ადგილას ის რომ ყოფილიყო, ილიას აუცილებლად დააფინიშებდა, რაზეც თოფურიამ ასეთი პასუხი გასცა:
„არმანი დღეს ოქტაგონში განვითარებული მოვლენებით შოკირებული ჩანდა და ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ მას სახეზე ასეთი რამ ეწერა: „მე ამ ბრძოლას ვაზღვევდი და მადლობა ღმერთს, რომ ჩარლზს არაფერი მოუვიდა და ილიას სწორედ ის დაუპირისპირდა“.
წონა წარმატებით ჩააბარა და ამ მხრივ პროგრესი ჰქონდა, თუმცა თუ შეამჩნევდით, ის წონას მხოლოდ მაშინ აბარებს, როდესაც ჩხუბი არ უწევს“.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანი ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილს ღიად გამოთქვამს, თუმცა უახლოეს მომავალში ეს გამორიცხულია, რადგან დენა უაითმა აღნიშნა, რომ სომეხ მებრძოლს ისევ მოცდა მოუწევს, რის გამოც დიდი ალბათობით, „ელ მატადორს“ მომდევნო ჯერზე ოქტაგონში ურთიერთობების გარკვევა პედი პიმბლეტისთან მოუწევს.