“ბრუტალური ნოკაუტი“ - MARCA ილია თოფურიაზე წერს
UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ესპანურმა ავტორიტეტულმა გამოცემა MARCA-მ ილიას შესახებ დაწერა.
MARCA:
„ეს იყო ბრუტალური ნოკაუტი. ილია თოფურია ორი დივიზიონის ჩემპიონია! მან ეს კიდევ ერთხელ გააკეთა და დანაპირები შეასრულა. ელ მატადორმა განაცხადა, რომ ჩარლზ ოლივეირას პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხებდა და UFC-ის ორგზის ჩემპიონი გახდებოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა.
ბრაზილიელი ილიას წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა და ოქტაგონზე დაეცა. ილია გახდა პირველი დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელმაც ორი ქამარი მოიპოვა. ეს ნოკაუტი კონტაქტური სპორტის ისტორიის წიგნებში შევა, რადგან ილია UFC-ის ისტორიაში უდიდესი მებრძოლის სტატუსის მოპოვებას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, ის დაუმარცხებელია.
თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.