ილია თოფურია
Aa
Aa

“კონორ მაკგრეგორზე დიდი“ - მსოფლიო მედიის გამოხმაურება

UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

თოფურიას ასეთ დიდებულ გამარჯვებას ავტორიტეტული სპორტული გამოცემები გამოეხმაურნენ.

Yahoo:

„კონორ მაკგრეგორზე დიდი. თოფურიამ ოლივეირა მეორე დივიზიონის ტიტულის მოსაპოვებლად და MMA-ს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად დამკვიდრების მიზნით გათიშა.“

ESPN:

„თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ახლა პედი პიმბლეტის და ისლამ მახაჩევის დამარცხების გეგმას აყალიბებს.“

NY Times:

„ილიას ხელებში ისეთი ძალა აქვს სავარაუდო იყო, რომ ოლივეირასთვის ყველაფერი ასე დასრულდებოდა.“

Foxsports:

„აბსოლუტურად არაჩვეულებრივი! თოფურიამ UFC-ის წლის გიჟური ბრძოლა ჩაატარა. ის ახლა ორი დივიზიონის ლეგენდაა და ეს მხოლოდ დასაწყისია.“

AJC.Com:

„დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. ოლივეირა უშანსოდ დატოვა. მისი მხრიდან ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყო.“

შეგახსენებთ, რომ ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, ის დაუმარცხებელია.

თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილია: მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ, მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის
ილია: მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ, მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის