“მისი დაფინიშება შემიძლია და მან ეს იცის“ - ცარუკიანი თოფურიაზე
UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, არმან ცარუკიანმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ილიაზე კომენტარი გააკეთა.
რას წერს ცარუკიანი?
„ჩარლზი არ უნდა ყოფილიყო. ილიას დაფინიშება მარტივად შემიძლია და მან ეს იცის. სწორედ ამიტომ გაურბის ნამდვილ ნომერ პირველ კონტენდერს."
It was never supposed to be Charles. I can finish Ilia, simple as that. And he knows it too. That’s why he’s avoiding the real #1 contender.
— Arman Tsarukyan UFC (@ArmanUfc) June 29, 2025
შეგახსენებთ, რომ ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, ის დაუმარცხებელია.
თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.