იბერია 1999
Aa
Aa

1 მოგება და 1 ფრე - იბერია 1999-მა ორი ამხანაგური მატჩი გამართა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 შეკრებას ბულგარეთში გადის, სადაც ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

თბილისური გუნდი დღეს მალიშევას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. კორღალიძის გუნდის მხრიდან გოლები ნიკოლოზ დადიანმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს. პირველი მატჩი კი იბერია-მ ეგნატიასთან ფრედ 2:2 დაასრულა.

იბერია 1999-ის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რომ გუნდი საქართველოში 24 ივნისს დაბრუნდება და გორის დილასთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისელების მეტოქე შვედური მალმიო იქნება.

იბერია 1999-ისა და მალმიოს პირველი დაპირისპირება თბილისში 8 ივლისს გაიმართება. ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე რიგის რფს-სა და ესტონურ ლევადიას შორის საუკეთესოს შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები