ანთელიძე ლიეტუვის ჩემპიონია | ქართველი მწვრთნელის წარმატება
კალათბურთში, „ჟალგირის კაუნასი’’ ლიეტუვის ჩემპიონი გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა ტრინკიერია. 2024 წლის ივნისიდან ტრინკიერის სამწვრთნელო შტაბში 24 წლის ქართველი სპეციალისტი ანდრო ანთელიძე მუშაობს, რომელიც ვიდეო ანალიტიკოსია.
ასევე გეტყვით, რომ 2024-25 წლების სეზონში ახალგაზრდული ევროლიგა „ჟალგირის კაუნასმა'' მოიგო, ფინალში „მილანი'' 89-81 დაამარცხა. ანთელიძე პირველ გუნდში მუშაობის პარალელურად ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია.
როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 2023 წელს ანდრო ანთელიძემ FIBA-ს უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა გაირა და სერთიფიკატი მიიღო (FIBA Europe Coaching Certificate). კარიერის ლიეტუვაში გაგრძელებამდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდა, 18 და 20-წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.