“ცვლილებები დაგვჭირდება“ - შტურმის დირექტორი კიტეიშვილის შესაძლო წასვლაზე
გრაცის შტურმმა წინასასეზონო მომზადება დაიწყოს. გამოცემა Kleine Zeitung წერს, რომ შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიული კლუბი დატოვოს.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კომენტარი შტურმის სპორტულ დირექტორმა მიხაელ პარენსენმა გააკეთა.
პარენსენი:
„ფიზიკური მომზადების ტესტები მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება. შეკრებაზე ყველა მოთამაშე არ გამოცხადდა და ორშაბათამდე ასე იქნება.
სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, ზოგიერთ ქვეყანაში ის ჯერ არც კი დაწყებულა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულება იქნება ის დრო, როდესაც კლუბები გააქტიურდებიან
2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი ავსტრიაში პირველ სექტემბერს დაიხურება. თუ ოთარ კიტეიშვილი ზაფხულში ჩვენს გუნდს დატოვებს, ცვლილებები დაგვჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ „კიტეს“ გადაბირებით ბარნლი, სანდერლენდი და ლიდსი ინტერესდებიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეუერთდება ქართველი ფეხბურთელი შტურმს.
28 ივნისს, ავსტრიული კლუბი პირველ ამხანაგურ მატჩს გლაიდსორფის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.