ეს კაზინოში თამაშს ჰგავს | რანგნიკი 28-30 წლის ფეხბურთელების შეძენის წინააღმდეგია
ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ესპანურ SPORT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბებმა ინვესტიცია ახალგაზრდებში უნდა ჩადონ, რადგან ეს უფრო მომგებიანია.
კითხვა: „ბარსელონა'' და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ყველაზე ახალგაზრდული კლუბები იყვნენ. ეს ფაქტი რას გვეუბნება?''
რალფ რანგნიკი: „28-30 წლის ფეხბურთელში 30, 40 ან 50 მილიონი ევროს დახარჯავს აზრი არ აქვს. კლუბის მფლობელი ან სპორტული დირექტორი რომ ვიყო, კონტრაქტებს მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გავაფორმებდი, ინვესტიციასაც მხოლოდ მათში განვახორციელებდი, რადგან რა კუთხითაც არ უნდა შეხედო, აზრი მხოლოდ ამას აქვს.
მოდი მათემატიკურად შევხედოთ, დავითვალოთ. 28-30 წლის ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობ, ტრანსფერში 50 მილიონს იხდი, წლიური ხელფასი 15 მილიონია, რაც ხუთ წელიწადში 75 მილიონს შეადგენს. საერთო ჯამში 125 მილიონი და პლუს აგენტის ჰონორარი. საერთო ჯამში ოპერაცია 130 მილიონი ჯდება. რისთვისაა ეს საჭირო? ეს თანხა არ დაგიბრუნდებათ.
თუ არ გაგიმართლათ, ბოლო ერთ ან ორ სეზონში შესაძლოა ფეხბურთელის დონე დაეცეს და ვერ გამოიყენოთ, გამოუსადეგარი გახდეს. ეს იგივეა, რომ ფსონი კაზინოში დადოთ, 130 მილიონის დადება წითელზე ან თეთრზე. შესაძლოა, ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ ზუსტად გამიგეთ რასაც ვგულისხმობ''.