რეალ ოვეიდო, სანტი კაზორლა
Aa
Aa

ოვეიდო ლა ლიგაში დააბრუნა - გმირი სახელად სანტი კაზორლა

სანტი კაზორლას ირგვლივ ისეთი ამბები დატრიალდა, რომ ნებისმიერი ფილმის სცენარს დაამშვენებდა..

2023 წელს, ვეტერანი ესპანელი იმ კლუბში დაბრუნდა, რომელშიც გაიზარდა. საუბარი რეალ ოვეიდოზეა..

ერთი შეხედვით თითქოს არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ფეხბურთელი ბავშვობის კლუბში ბრუნდება, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი. სანტიმ ხელფასზე უარი თქვა და მეტიც, გუნდს თავისი ფინანსებით ეხმარება..

კაზორლა მხოლოდ ფინანსებით არ შემოიფარგლა.. გუშინ ის კლუბის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა ოქროს ასოებით. იცით რა მოხდა? 24-წლიანი პაუზის შემდეგ, ოვეიდო ლა ლიგაში დაბრუნდა.

ამაში კი უდიდესი წვლილი სწორედ 40 წლის ნახევარმცველმა შეიტანა. ოვეიდო პლეი-ოფის ფინალში მირანდესს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა სტუმრად გაიმართა და მირანდესმა 1:0 მოიგო.

მეორე მატჩიც ისე დაიწყო, რომ თითქოს ყველანაირი იმედი გადაიწურაო.. მე-16 წუთზე პანიჩელიმ მირანდესი დააწინაურა..

39-ე წუთზე მირანდესის კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან სწორედ სანტი კაზორლა მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

52-ე წუთზე ჩაირამ ოვეიდო წინ გაიყვანა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა - 2:2. 90 წუთში მეტი გოლი აღარ გასულა და დამატებითი 15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ მირანდესი 74-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩა. 103-ე წუთზე პორტილიომ მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

სანტი კაზორლას ღვაწლი ესპანურ ფეხბურთს და პირადად ოვეიდოს გულშემატკივრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ.. თავად სანტი, აღნიშნულ დაპირისპირებაში 72-ე წუთზე შეცვალეს და ის მთელი მატჩის განმავლობაში სკამზე არ დამჯდარა, ფეხზე იდგა და თანაგუნდელებს ამხნევებდა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონათან ტას გამოსამშვიდობებელი წერილი ლევერკუზენს
ჯონათან ტას გამოსამშვიდობებელი წერილი ლევერკუზენს