ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

გაგნიძეს ვალერი კარპინი გაწვრთნის | ქართველი მოსკოვის დინამოში ბრუნდება

22 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე, რომელმაც 2024-25 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „კრილია სოვეტოვში’’ გაატარა, მოსკოვის „დინამოში’’ ბრუნდება. ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. უახლოეს პერიოდში ლუკა „დინამოს’’ შეკრებას შეუერთდება.

2021 წლის ზაფხულში გაგნიძე თბილისის „დინამოდან’’ მოსკოვის „დინამოში’’ გადავიდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ საკლუბო კარიერაში მუდმივად სათამაშო დროის პრობლემა აქვს. იჯარით „ურალში’’, პოლონურ „რაკუვსა’’ და „კრილია სოვეტოვში’’ იყო, თუმცა რეგულარულად თამაში არ უწევდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ერთ-ერთ პრობლემად ფეხბურთელების უთამაშებლობა დაასახელა, მათ შორის ცხადია ლუკაც იგულისხმებოდა, გასული სეზონის მეორე ნახევარში სამარის „კრილია სოვეტოვშიც'' არ ენდობოდნენ და მხოლოდ ცვლილებაზე გამოჰყავდათ.

ლუკამ ამ თვეში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა მისი თამაში უკეთესის მოლოდინს ტოვებდა. პოლონეთთან მოგებულ მატჩში კარგად ითამაშა, თუმცა საფრანგეთთან შეხვედრა აშკარად ჩააგდო, რამაზ სვანაძემ მეორე ტაიმში შეცვალა, მესამე ტურში პორტუგალიასთან არ ათამაშა.

ლუკამ, ასაკიდან გამომდინარე, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში დაასრულა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემთხვევაში კარიერის ევროპაში გაგრძელების შესაძლებლობა გაჩნდებოდა, თუმცა ახლა რთული წარმოსადგენია ძლიერი ევროპული კლუბიდან მოსკოვის „დინამომ'' სარფიანი წინადადება მიიღოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ცვლილებები დაგვჭირდება“ - შტურმის დირექტორი კიტეიშვილის შესაძლო წასვლაზე
“ცვლილებები დაგვჭირდება“ - შტურმის დირექტორი კიტეიშვილის შესაძლო წასვლაზე