ინგლისი VS ნიდერლანდები ნახევარფინალში | ლი კარსლის გუნდმა ესპანეთს მოუგო
Aa
Aa

ინგლისი VS ნიდერლანდები ნახევარფინალში | ლი კარსლის გუნდმა ესპანეთს მოუგო

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალში სანტი დენიას გაწვრთნილი ესპანეთი ტრნავაში ინგლისთან 1:3 დამარცხდა.

ლი კარსლის გუნდმა თამაშის დასაწყისში, 5-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანა, მე-10 წუთზე ჯეიმს მაკატიმ ანგარიში გახსნა, მე-15 წუთზე ჯარელ კუანსას დარტყმისას ესპანელთა მეკარემ, ალეხანდრო იტურბემ ბურთი ცუდად მოიგერია და ჰარვი ელიოტმა ახლოდან შეაგდო. 39-ე წუთზე ხავი გერამ სხვაობა შეამცირა, პენალტი გამოიყენა. მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე „ნოტინგემის'' ნახევარმცველმა ელიოტ ანდერსონმა პენალტი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:3.

ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ნახევარფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში პორტუგალიას მოუგო (0:1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგნიძეს ვალერი კარპინი გაწვრთნის | ქართველი მოსკოვის დინამოში ბრუნდება
გაგნიძეს ვალერი კარპინი გაწვრთნის | ქართველი მოსკოვის დინამოში ბრუნდება