გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა - ჩაკვეტაძე უოტფორდს შეუერთდა

უოტფორდი ახალი სეზონისთვის მზადებას ერთ კვირაში დაიწყებს. ინგლისური კლუბი დღემდე აკადემიის და პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელით ვარჯიშობდა.

დღეს კი უოტფორდის ბაზაზე გიორგი ჩაკვეტაძე, კვადვო ბაა და კევინ კებენი გამოჩნდნენ. ქართველი ფეხბურთელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ინფორმაციას უოტფორდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ჩაკვეტაძემ, ბაამ და კებენმა თავდაპირველად სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშეს და შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს. რაც მთავარია, გიორგი ახლა სრულიად ჯანმრთელია და ახალი სეზონისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მიწურულს, ქართველმა ვარსკვლავმა ფეხის თითის ტრავმა მიიღო, რის გამოც დარჩენილი სეზონი გამოტოვა. გიორგი ივნისში ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა(ამხანაგური მატჩები).

ასევე შეგახსენებთ, ქართველი შემტევს კლუბის შეცვლას უწინასწარმეტყველებენ. სხვადასხვა ბრიტანული გამოცემების ცნობით, ჩაკვეს პრემიერ ლიგის გუნდები აკვირდებიან, მათ შორის ლიდსი და ევერტონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგნიძეს ვალერი კარპინი გაწვრთნის | ქართველი მოსკოვის დინამოში ბრუნდება
გაგნიძეს ვალერი კარპინი გაწვრთნის | ქართველი მოსკოვის დინამოში ბრუნდება