„მიქაუტაძე - ფორლანისა და როსის მემკვიდრე“ - ესპანური მედია
ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს და მას „ვილიარეალის“ ძველ ფორვარდებს ადარებს, მაგალითად, როგორიც დიეგო ფორლანი იყო.
„რამდენიმე დღის წინ ჟორჟ მიქაუტაძე ვილიარეალის ქუჩებში მშვიდად სეირნობდა. ქართველს სურდა ქალაქის გაცნობა და მის მოსახლეობასთან დაახლოება. მიქაუტაძე არის ვილიარეალის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი. კლუბმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადა. „ყვითლებს“ იმედი აქვთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იქნება შემდეგი ფორლანი, ჟერარ მორენო ან როსი, კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავდამსხმელები.
მიქაუტაძეს თითოეული მათგანის რაღაც აქვს: დამაგვირგვინებელ ფაზაში ფორლანის მარტივი თამაში, როსის უნარი გამოყოს და ძალა, და ჟერარის სიცხადე საჯარიმოში კომბინირებისას. „ყვითლებში" პირველ 6 თამაშში მან უკვე ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიქაუტაძე მრავალმხრივი თავდამსხმელია, რომელსაც შეუძლია როგორც საჯარიმოში, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში. ის არ არის მასიური ფორვარდი (1.76 სმ) და ფიზიკურად არც ისე ძლიერი შემტევია, რადგან არც მაღალია და არც ძლიერი. მაგრამ მისი მობილურობა, სიჩქარე და ტექნიკური ოსტატობა - მას სხვებისგან განასხვავებს“.
- წერს მადრიდული ვებ გვერდი.