გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გემრიელი ტორტის მთავარი ალუბალი“ - AS-ის კომპლიმენტები მიქაუტაძეს

ავტორიტეტული მადრიდული სპორტული გამოცემები Marca და AS-ი „რეალის“ ყოველი მატჩის წინ, სამეფო კლუბის მომავალ მეტოქეს დეტალურად განიხილავენ და გულშემატკივრებს მის სუსტ და ძლიერ მხარეებს აცნობენ. დღეს „ბლანკოსს“ საკუთარ სტადიონზე „ვილიარეალთან“ მოუწევს დაპირისპირება და შესაბამისად, AS-ის ფურცლებზე „ყვითელი სუბმარინა“ მოხვდა. ჩვენთვის კი განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ გამოცემის ჟურნალისტმა ხავიერ მატამ ვალენსიური კლუბის შეფასებისას, მის რიგებში ყველაზე საშიშ ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

რას წერენ მიქაუტაძეზე

„ვილიარეალმა“ გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე თითქმის 100 მილიონი დახარჯა, რაც ამ კლუბის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ დიდი ფულია. თანხის მესამედი გადაიხადეს ტანმორჩილი ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ, რომელსაც „სუბმარინას“ ქომაგები უკვე აღმერთებენ. ის საოცრად კარგად მოერგო გუნდს და თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ უგემრიელესი ტორტის ყველაზე გემრიელი ალუბალია.

ცნობისათვის, გიორგი მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე „ვილიარეალის“ შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა, მინდორზე ჯამში 428 წუთი გაატარა და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. „რეალი“ - „ვილიარეალის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულშემატკირების ახალი კერპი“ - ესპანური მედიის გამოხმაურება მიქაუტაძეზე
„გულშემატკირების ახალი კერპი“ - ესპანური მედიის გამოხმაურება მიქაუტაძეზე