კვარა, ოსიმენი და სხვები... - ვარსკვლავები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ
ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ნაწილის ვინაობა გაირკვა. დანარჩენი მონაწილე გუნდების ვინაობა კი 2026 წლის მარტში გახდება ცნობილი, როდესაც პლეი-ოფის ზონებში გასული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
თუმცა, უკვე ცნობილია რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც 2026 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ვერ ვიხილავთ.
ბუნებრივია, სამწუხაროდ, პირველ რიგში თანამედროვე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები გვახსენდება, რომლებიც მუნდიალს მიღმა დარჩნენ: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე... თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ვარსკვლავია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებენ.
მათი სია ასეთია:
- ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პსჟ)
- გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ლივერპული)
- გიორგი მიქაუტაძე (საქართველო, ვილიარეალი)
- დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, ლივერპული)
- მილოშ კერკეზი (უნგრეთი, ლივერპული)
- იან ობლაკი (სლოვენია, ატლეტიკო)
- ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, გალათასარაი)
- ადემოლა ლუკმანი (ნიგერია, ატალანტა)
- ბრაიან მბეუმო (კამერუნი, მანჩესტერ იუნაიტედი)
- ალექსის სანჩესი (ჩილე, სევილია)
- არტურო ვიდალი (ჩილე, კოლო-კოლო)
ბუნებრივია, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვრჩა და სია შეიძლება უფრო დიდი იყოს. ამის გარდა, დიდია იმ ვარსკვლავთა სია, რომლებიც მუნდიალის საგზურის მოპოვებას პლეი-ოფიდან ეცდებიან:
- ალექსანდერ ისაკი (შვედეთი, ლივერპული)
- ვიქტორ იოკერეში (შვედეთი, არსენალი)
- დეიან კულუსევსკი (შვედეთი, ტოტენჰემი)
- ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, მანჩესტერ სიტი)
- ალესანდრო ბასტონი (იტალია, ინტერი)
- ნიკოლო ბარელა (იტალია, ინტერი)
- არდა გიულერი (თურქეთი, რეალი)
- ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი, ინტერი)
- კენან ილდიზი (თურქეთი, იუვენტუსი)
- რასმუს ჰოილუნი (დანია, ნაპოლი)
- ილია ზაბარნი (უკრაინა, პსჟ)
- რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბარსელონა)
ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, ალბათ, მრავლადაა იმ მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც შეიძლება რომ ამ სიას დაემატოს, მაგრამ მათგან ჩვენი ვერსიით საუკეთესოები ამოვარჩიეთ.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფები 2026 წლის მარტში გაიმართება, სადაც მონაწილე გუნდების რაოდენობა საბოლოოდ დაკომპლექტდება. მსოფლიო ჩემპიონატი კი ამავე წლის ზაფხულში, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.