ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

წლის საუკეთესო ფეხბურთელი და შემტევი | Globe Soccer Awards-ზე კვარა გამოარჩიეს

Globe Soccer Awards-მა 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და შემტევის ჯილდოების ნომინანტები დაასახელა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ორივე კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა.

კვარას კონკურენტები საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე: უსმან დემბელე, ჯანლუიჯი დონარუმა, დეზირე დუე, ვიქტორ გიოკერეში, ერლინგ ჰოლანდი, აშრაფ ჰაკიმი, ალექსანდრ ისაკი, ვინისიუს ჟუნიორი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, სკოტ მაკტომინეი, ნუნუ მენდეში, მიკაელ ოლისე, კოულ პალმერი, პედრი, რაფინია, დეკლან რაისი, ფაბიან რუისი, მოჰამედ სალაჰი, ვიტინია, ფლორიან ვირცი, ლამინ იამალი.

„კვარას“ კონკურენტები საუკეთესო შემტევის ჯილდოზე: ხულიან ალვარესი, უსმან დემბელე, სერჰუ გირასი, ვიქტორ გიოკერეში, ერლინგ ჰოლანდი, ალექსანდრ ისაკი, ვინისიუს ჟუნიორი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, რაფინია, ბუკაიო საკა, მოჰამედ სალაჰი, ლამინ იამალი.

Globe Soccer Awards-ის ჯილდოების ფინალისტების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს და შეგიძლიათ, კვარაცხელიას მხარი დაუჭიროთ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ფინალისტები დასახელდებიან და საუკეთესოს მათგან აირჩევენ.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი FIFA The Best-მაც გამოარჩია და ხვიჩას შეუძლია, წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა