ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ფასები გაიზარდა

Transfermarkt-მა პორტუგალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელთა საბაზრო ღირებულებები განაახლა. „ვილიარეალის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ფასი გაიზარდა. „ყვითელ წყალქვეშა ნავში“ გადასვლამდე მიქაუტაძე 22 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი – 30 მილიონ ევროდ.

პროგრესი აქვს გიორგი ქოჩორაშვილსაც. „ლევანტეში“ ყოფნისას მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენდა, „სპორტინგში“ გადასვლის შემდეგ კი 1 მილიონით მოიმატა. ნოდარ ლომინაძის ფასი „ეშტორილში“ 500 ათასი ევროდან 700 ათასამდე გაიზარდა.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულებაც 90 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილებს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე იყოფენ. ზურიკო დავითაშვილი მეოთხე პოზიციაზეა – 10 მილიონით. 10 მილიონზე მეტად სწორედ ეს ოთხი ფეხბურთელია შეფასებული.

მეხუთე ადგილზეა საბა გოგლიჩიძე – 8 მილიონი ევროთი. მას მოჰყვებიან ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი – 6-6 მილიონი ევროთი. საბა ლობჟანიძისა და ირაკლი აზაროვის ფასი 4-4 მილიონი ევროა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილის – 2.5 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტანტების გარეშე - სანიოლმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა
დებიუტანტების გარეშე - სანიოლმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა