იანიკ სინერი
Aa
Aa

„ადრე თუ გვიან, მასტერსებზე უარს მეც ვიტყვი“ - სინერი გადატვირთულ კალენდარზე

2025 წლის სეზონის დაწყების წინ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მას მასტერსის ტურნირები საერთოდ არ აინტერესებდა და აქცენტს დიდი სლემის შეჯიბრებებისთვის კარგად მომზადებაზე გააკეთებდა, რამაც ჩოგბურთის გულშემატკივრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როდესაც პეკინის ტურნირის მოგების შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება იანიკ სინერს სთხოვეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„გადატვირთულ კალენდარზე საუბარი მართლაც შეიძლება. თუ თითოეულ მასტერსზე ფინალამდე მიაღწევ, უზომოდ დაიღლები, რადგან თითქმის ყველა მათგანი 2-კვირიანია. 2024-ში რამდენიმე მათგანი გამოვტოვე, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის ასე იყო საჭირო. წელს კი, მარტიდან მაისამდე დისკვალიფიკაცია მქონდა და დასვენების საშუალება მომეცა. იცით, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ვერ გრძნობ გადაღლას და გგონია, რომ ყველა ტურნირზე ასპარეზობა შეგიძლია. ასეთ დროს გამოცდილი ადამიანების აზრი უნდა გაითვალისწინო. აქედან გამომდინარე, შეიძლება სულ მალე მოვიდეს დრო და ჯოკოვიჩის მსგავსად, მასტერსის ტურნირებზე მეც უარი ვთქვა“.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის იანიკ სინერს კარიერის მანძილზე 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (2024, 2025), ხოლო თითოჯერ ამერიკის ღია პირველობა (2024) და უიმბლდონი (2025) აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი ტიტული - იანიკ სინერმა პეკინის ტურნირი მოიგო
მორიგი ტიტული - იანიკ სინერმა პეკინის ტურნირი მოიგო