გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

„მაღალი დონის მეკარეა“ - სლოტმა მამარდაშვილზე ილაპარაკა

ხვალ „ლივერპული“ პრემიერ ლიგის მე-7 ტურში, სტუმრად „ჩელსის“ დაუპირისპირდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადააც გიორგი მამარდაშვილზეც ილაპარაკა.

„ვფიქრობ, „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ვნახეთ, თუ რა კარგად მოერგო გუნდს. ვიცოდით, რომ ძალიან კარგ მეკარეს ვიმატებდით. მისი პირველი თამაში არის იმის დადასტურება, რომ ის მართლაც კარგად შეეგუა ჩვენს კლუბს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ის მაღალი დონის მეკარეა. ახლა მას შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც წარსულში მრავალჯერ მოგვიწია ალისონის შესაცვლელად“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ ალისონმა ტრავმა „გალათასარაისთან“ მატჩში მიიღო, რის შემდეგაც კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა.

როგორც უკვე გაირკვა, ბრაზილიელი გუნდს ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ქართველი მეკარე შეცვლის.

„ალისონის დაბრუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაივლის გამოჯანმრთელების პროცესს. ის ხვალ არ იქნება, არც ბრაზილიის ნაკრებში გაემგზავრება. რთულია კონკრეტული დღეებისა და კვირების დასახელება“, - თქვა „წითოლების“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა, განვლილი სეზონი კი იჯარით „ვალენსიაში“ ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაყი და ბედნიერი ვარ“ - მარსელინო იუვენტუსთან მატჩის შემდეგ
„ამაყი და ბედნიერი ვარ“ - მარსელინო იუვენტუსთან მატჩის შემდეგ