მარცხი პანათინაიკოსთან - ბოლდუინის წარუმატებელი სტარტი ევროლიგაზე
ევროლიგის პირველ ტურში კამარ ბოლდუინის „ბაიერნი“ ათენში „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდა და 79:87 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 15:32 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 6 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ბოლდუინმა ორი ორქულიანი გააცუდა, 4 სამქულიანიდან კი მხოლოდ 2 ჩააგდო.
„პაოს“ რიგებში ორმაგი დუბლი კენდრიკ ნანმა მიითვალა (21 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა), ხოლო „ბაიერნის“ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელები ისაია მაიკი (18 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა) და ხავიერ რათან-მაიესი (18 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა) იყვნენ.
ევროლიგის მომდევნო ტურში ბაიერნი 2 ოქტომერს შინ „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ ეს კამარ ბოლდუინისთვის მიუნხენური გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩი იყო. მისი დებიუტი ბუნდესლიგაში 26 სექტემბერს „იენასთან“ მატჩში შედგა (93:77).