გრაცის შტურმი
Aa
Aa

გოლი და კარგი მატჩი ევროპა ლიგაზე | კიტეიშვილის შტურმმა რეინჯერსი 2:1 დაამარცხა

ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ პირველი გამარჯვება იზეიმა. „მიდტიულანდთან“ წაგების შემდეგ, გრაცელები საკუთარ კედლებში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 მოიგეს.

„შტურმმა“ ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა და ავსტრიული გუნდი ტომი ჰორვატმა დააწინაურა. 35-ე წუთზე ჰორვატმა საგოლე გადაცემა მიითვალა. მან და „კიტემ“ ჯარიმა შესანიშნავად გაითამაშეს და ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. 49-ე წუთზე „რეინჯერსმა“ ჯეიდი გასამას გოლით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინა.

კიტეიშვილმა მოედანზე 73 წუთი გაატარა. მე-13 წუთზე ოთარმა ბელმინ ბოგანოვიჩი ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვა, მაგრამ ავსტრიელმა მომენტი ვერ გამოიყენა. 33-ე წუთზე „კიტემ“ მეტოქის კარისკენ თავით დაარტყა და ჯეკ ბუტლანდმა მარტივი ბურთი მოიგერია. 72-ე წუთზე ქართველმა შორიდან გაისროლა, მაგრამ მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ. Sofascore-მა „კიტეს“ თამაში 8.3 ქულით შეაფასა, Whoscored-მა - 7.5-ით.

გეტყვით იმასაც, რომ კონფერენს ლიგაზე ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ „აბერდინი“ 3:2 დაამარცხა, ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია. ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ „რაკუვთან“ 0:2 წააგო. მექვაბიშვილი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. გურამ კაშიას „სლოვანი“ „სტრასბურგთან“ დამარცხდა - 1:2. კაშიამ ძირითადში დაიწყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულს მსოფლიო დონის მეკარე ჰყავს“ | რას წერს Anfield Watch მამარდაშვილზე
„ლივერპულს მსოფლიო დონის მეკარე ჰყავს“ | რას წერს Anfield Watch მამარდაშვილზე