გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ლივერპულს მსოფლიო დონის მეკარე ჰყავს“ | რას წერს Anfield Watch მამარდაშვილზე

Anfield Watch „ლივერპულში“ შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და გიორგი მამარდაშვილზე დაწერა. „წითლებმა“ ბოლო ორი შეხვედრა „კრისტალ პალასთან“ და „გალათასარაისთან“ წააგეს. თურქულ კლუბთან მატჩში მერსისაიდელთა მეკარემ, ალისონ ბეკერმა, ტრავმა მიიღო და ლივერპულულმა გამოცემამ მამარდაშვილზეც გაამახვილა ყურადღება.

„ამ მომენტისთვის, ენფილდზე არასახარბიელო მდგომარეობაა. ლივერპულმა სეზონის პირველი შვიდი შეხვედრა მოიგო, თუმცა მას ზედიზედ ორი მარცხი მოჰყვა. „წითლები“ კრისტალ პალასთან ცუდად გამოიყურებოდნენ, გალათასარაისთან კი საერთოდ არაფერი გამოუვიდათ.

არნე სლოტს ცვლილებები სჭირდება და ჩელსისთან მატჩი შესანიშნავი შანსია, რათა გუნდმა ძალიან საჭირო სამი ქულა მოიპოვოს. ყველაზე მოსალოდნელ ცვლილებად ნიდერლანდელი სპეციალისტის მხრიდან სწორედ გიორგი მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში დაყენება ითვლება.

ალისონმა გალათასარაისთან ტრავმა მიიღო და სტემფორდ ბრიჯზე მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ქართველი მეკარის სახით, ლივერპულს მსოფლიო კლასის შემცვლელი ჰყავს. მამარდაშვილი ლევ იაშინის ჯილდოზე იყო წარდგენილი და დიდი ხნის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ ითვლებოდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც გიორგიმ ლივერპულის მაისური მოირგო, იმედისმომცემი შთაბეჭდილება დატოვა. ახლა, როგორც იქნა, მამარდაშვილი ბორკილებისგან გათავისუფლდება და პრემიერ ლიგაში საკუთარი კვალის დასატოვებლად შესანიშნავ შანსს მიიღებს“, - წერს Anfield Watch.

შეგახსენებთ, რომ ალისონის ტრავმის სირთულე და დრო, რამდენსაც გამოტოვებს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. რაც შეეხება „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ მატჩს, შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ფასები გაიზარდა
Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ფასები გაიზარდა