ჩვენი მიზანი არ შეცვლილა | სანიოლის პრესკონფერენცია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული შეკრების წინ „მიხეილ მესხზე'' პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი:
„რა თქმა უნდა, შემტევისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ მიქაუტაძეს, თუმცა დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაცვის ხაზში გამოწვევები გვაქვს. თაობათა ცვლა მიმდინარეობს. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მის სანაცვლოდ „ვილიარეალმა“ ძალიან დიდი თანხა გადაიხადა. მისი კარგი თამაში ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება“.
„როცა ესპანეთსა და თურქეთზე ვსაუბრობთ, პროგრამა მინიმუმზე საუბარი რთულია. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, ეს ნაკრების მუდმივი ზრდა და განვითარებაა. ჩვენ ტალანტებს მუდმივად ვაკვირდებით, მათ შორის ჰალიდ დოლტმურზიევს, თუმცა ამ ეტაპზე ნაკრების კანდიდატად არ განვიხილავთ. გიორგი გაგუა ივნისში მივიწვიე ნაკრებში, მაგრამ საკმარისად მზად არ იყო- ჩემი მოლოდინებისგან შორს იყო”.
„ნაკრების განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო. შედეგების მნიშვნელობასაც ვაცნობიერებ. კონკრეტული შედეგი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩემი მიზანი ყოველთვის იქნება, მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ მაღალი დონის ნაკრები გვყავს და ყველა სერიოზულ მეტოქედ აღგვიქვამდეს“.
„ჩაკვეს ტრავმაზე ახალს ვერაფერს გეტყვით, მას შვიდი თვეა არ უთამაშია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წელს მარტის თამაშებისთვის შეძლებს ჩვენს დახმარებას. ჩაკვეტაძემ იცის, თუ როგორ გვაკლია. ის მენტალურად ძლიერი დაგვიბრუნდება შემდეგ წელს“.
„დაცვაში ბევრი გამოწვევა გვაქვს, კაშია ასაკშია, ლოჩოშვილს დისკვაკიფიკაცია აქვს, ზოგიერთი მცველი უთამაშებელია, მათ შორის გოგლიჩიძე. უნდა შევძლოთ არსებული რესურსებით მიზანს მივაღწიოთ“.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორივე შეხვედრას სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბება, სადაც 11 ოქტომბერს, ესპანეთთან ელჩეში გასამართი მატჩისთვის მოემზადება. ოქტომბერში მეორე მატჩს 14 ოქტომბერს თურქეთთან, ქალაქ იზმირში ჩავატარებთ.