გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

როდის დაბრუნდება ალისონი | ახალი ინფორმაცია ბრაზილიელის ტრავმაზე

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში „ლივერპული“ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. „წითლების“ ძირითადმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა თურქებთან მატჩში ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.

ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემამ, The Athletics-მა ალისონის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. 33 წლის მეკარემ ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და დღეს, გამოკვლევები ჩაუტარდა. დევიდ ორნშტაინის მიხედვით, ალისონი „ლივერპულს“ ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

ალისონი 6 კვირას გამოტოვებს და არაა გამოიცხული, ბრაზილიის ნაკრების შეხვედრებშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა. ნოემბრის სანაკრებო პაუზა 8 ნოემბერს იწყება და 16-ში სრულდება. ალისონის არყოფნაში, „მამარდას“ თავის გამოჩენის ძალიან კარგი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ბოლო ორი შეხვედრა წააგო. „წითლები“ ჯერ პრემიერ ლიგაში, „კრისტალ პალასთან“ დამარცხდნენ, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე - „გალათასარაისთან“. მათი მომდევნო გაჩერება „სტემფორდ ბრიჯია“ და „ლივერპული“ „ჩელსის“ 4 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები