ილია თოფურია, დასტინ პორიე
Aa
Aa

„UFC ასე უნდა მოიქცეს“ - პორიე ილიას მომდევნო მეტოქეზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ოფიციალურად გამოთქვა კრივში ჩხუბის სურვილი და დენა უაითს Zuffa Boxing-ში ჩხუბი შესთავაზა. „ბრილიანტმა“ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაუპირისპირდებოდა ნეიტ დიაზს.

Zuffa Boxing-ში, 12 რაუნდი, ბეიტ დიასის წინააღმდეგ. დიახ, ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებდი! კიდევ ერთ ბრძოლას დავთანხმდებოდი! დიახ, მართალია პენსიაზე გავედი და კარიერა დავასრულე, მაგრამ ნეიტი ერთადერთი მებრძოლია, ვისთანაც ამას გავაკეთებდი“, - ამბობს პორიე.

დასტინ პორიემ UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზეც ისაუბრა:

„მე რომ პრომოუტერი ვიყო, ერთმანეთთან ჯერ არმან ცარუკიანსა და ჯასტინ გეიჯის ვაჩხუბებდი, ამ ბრძოლის გამარჯვებული კი ილიასთან სატიტულო ჩხუბს მიიღებდა. შემდეგ, მომდევნო მეტოქის დასადგენად საჩემპიონო ბრძოლის პარალელურად დენ ჰუკერის და პედი პიმბლეტის ჩხუბს გავმართავდი“, - განაცხადა „ბრილიანტმა“.

ჯერჯერობით, კიდევ უცნობია, თუ ვისთან დაიცავს ილია თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს. ამერიკულ მედიაში რამდენიმე ვარიანტის შესახებ იწერება, თუმცა ყველაზე აქტიურად ჯასტინ გეიჯის კანდიდატურა განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სენდჰეგენს მერაბის დამარცხების მხოლოდ ერთი გზა ექნება“ - რეი ლონგო სატიტულო ჩხუბზე
„სენდჰეგენს მერაბის დამარცხების მხოლოდ ერთი გზა ექნება“ - რეი ლონგო სატიტულო ჩხუბზე