Sofascore - ცნობილია ვილიარეალის ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ვილიარეალმა იუვენტუსს უმასპინძლა. გუნდებმა ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
დიდებული მატჩი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, ბიანკონერის წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ვილიარეალის ფეხბურთელების თამაში შეაფასა.
Sofascore:
ტენასი(5.5), მურინიო(7.0), მარინი(8.1), ვეიგა(7.7), პედრაზა(6.3), კომესანა(6.7), პარეხო(6.2), გეიე(7.2), პეპე(8.2), მიქაუტაძე(7.6), ბუშანენი(6.0).
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ყვითელი წყალქვეშა ნავის რიგებში მეორე გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან ლა ლიგაში შეაგდო. ჟორჟის აქტივში ასევე 1 საგოლე პასია.