იუვენტუსი, ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ჟორჟის სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - ვილიარეალმა და იუვემ ქულები გაიყვეს

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ვილიარეალმა იუვენტუსს უმასპინძლა. გუნდებმა ქულები გაიყვეს, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

დიდებული მატჩი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა თავდამსხმელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სადებიუტო გოლი გაიტანა. ჟორჟმა პერინის კარი მე-18 წუთზე აიღო.

მიქაუტაძე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმში ჯერ გატიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო შემდეგ 56-ე წუთზე კონსეისაუმ იუვე წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს ვეიგამ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ყვითელი წყალქვეშა ნავის რიგებში მეორე გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან ლა ლიგაში შეაგდო. ჟორჟის აქტივში ასევე 1 საგოლე პასია.

ჟორჟის მომენტები vs იუვენტუსი

ცხელი ამბები