ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა - თბილისის დინამო კვალიფიკაციის 1/2-ფინალში გავიდა
უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში თბილისის დინამოს 19-წლამდე გუნდმა ჟრინსკის თანატოლებს უმასპინძლა და უშანსოდ 3:0 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ თბილისელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და გაცილებით დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება.
ჟრინსკის რბევა მე-7 წუთზე დოტლმურზიევმა დაიწყო, რომელმაც მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. შუალედში კი სტუმართა კარის აღება 50-ე წუთზე ოდიკაძემ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 1:1 დასრულდა. დინამომ ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლარნაკას დაუპირისპირდება.