ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ოსიმენი საუკეთესო ნიგერიელი თავდამსხმელი გახდა

ვიქტორ ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საუკეთესო ნიგერიელი ბომბარდირი გახდა (10 გოლი).

ეს მოხდა მე-2 ტურის მატჩში, რომელშიც „გალათასარაიმ“ „ლივერპული“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ხოლო გამარჯვების გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდელმა გაიტანა.

ამრიგად, ოსიმენი გახდა პირველი ნიგერიელი ევროთასებზე, რომელმაც ტურნირზე 10 გოლის გატანა შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ნიგერიელი ბომბარდირების სია ასე გამოიყურება:

10 – ვიქტორ ოსიმენი
9 – ობაფემი მარტინსი
7 – ვიქტორ იკპება
5 – იაკუბუ აიეგბენი
5 – ადემოლა ლუკმანი
5 – ნვანკვო კანუ

შეგახსენებთ, რომ, „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. პრემიერ ლიგის წინა შეხვედრაში, „წითლები“ „კრისტალ პალასთან“ დამარცხდნენ.

გეტყვით ასევე, რომ„გალათასარაი“ გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთე კლუბი, რომელმაც ტურნირზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ 5 ან მეტი მატჩი ჩაატარა და უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე წაგება. პირველი ოთხი გუნდი იყო: „რეალი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „ნაპოლი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქოჩორაშვილი უიღბლო ფეხბურთელია“ - სპორტინგის ლეგენდამ ქართველზე ისაუბრა
„ქოჩორაშვილი უიღბლო ფეხბურთელია“ - სპორტინგის ლეგენდამ ქართველზე ისაუბრა