მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ლივერპული გალათასარაისთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ლივერპული გალათასარაის ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
გიორგი მამარდაშვილი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ალისონმა ტრავმა მიიღო და ქართველი კარის დარაჯი მინდორზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილს საქმე არ ჰქონდა, რადგან მისი შესვლის შემდეგ, შეტევაში ძირითადად ლივერპული იყო. მისი კარისკენ ერთხელ დაარტყეს და ბურთი მიზანს ასცდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში მეორე მეკარედ ითვლება და ალისონის ტრავმის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი ეძლევა.
ლივერპული პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ჩელსის დაუპირისპირდება და როგორც აღმოჩნდა, არისტოკრატების წინააღმდეგ მამარდაშვილი ითამაშებს, რადგან ბეკერი იქამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მერსისაიდულ გრანდს 3 ქულა აქვს. შემდეგ ტურში სლოტის გუნდი ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრება.