გიორგი კვერნაძე, მასიმილიანო ალვინი
Aa
Aa

„სულელური ჟესტი“ | კვერნაძის წითელი ბარათი და ფროზინონეს თავკაცის კომენტარი

იტალიის სერია B-ს მეექვსე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ჩეზენა“ დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა საკუთარ კედლებში იასპარეზა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარში კი ოთხი გოლი გავიდა და „ფროზინონემ“ 3:1 მოიგო.

კვერნაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში და აქტიურიც იყო, თუმცა 62-ე წუთზე დიმიტრი ბისოლის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. ქართველ ფეხბურთელს საგოლე მოქმედება არ ჰქონია. მატჩის შემდეგ „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კვერნაძის ეპიზოდზე ისაუბრა.

„კვერნაძის წითელი ბარათი? კლუბი ყველაფერს მიხედავს. სულელური ჟესტი... და გაშვებული გოლის მომენტშიც შეცდომა დავუშვით“, - განაცხადა ალვინიმ.

ცნობისთვის, „ფროზინონეს“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. კვერნაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ლივერპული გალათასარაისთან დამარცხდა
მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ლივერპული გალათასარაისთან დამარცხდა