გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გულშემატკირების ახალი კერპი“ - ესპანური მედიის გამოხმაურება მიქაუტაძეზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ვილიარეალმა“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს - მან ბიანკონერის წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.

ესპანურმა პრესამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.

AS: „ატლეტიკოს“ ორმა ახალწვეულმა ვარსკვლავმა მიქაუტაძემ და ვეიგამ, რომლებშიც თითქმის 55 მილიონი დახარჯეს, გოლები გაიტანეს. პარეხომ ბურთი მიქაუტაძეს გადასცა, რომელიც ცენტრალურ მცველებს უსწრებდა, მაგრამ წაიქცა. ბურთი პეპესთან მივიდა, რომელმაც ის უკან დაუბრუნა ქართველს, რომელიც უკვე ფეხზე იდგა. ეს მიქაუტაძის პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე“.

ELDesmarque: მიქაუტაძემ გაიტანა შეტევაში, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო პარეხოს კარგი პასისა და პეპეს საბოლოო საგოლე გადაცემის შემდეგ. იყო ძალიან აქტიური და ქმნიდა საშიშ მომენტებს მეტოქის საჯარიმოში, თუმცა მეორე ტაიმში მისი თამაში გარკვეულწილად შესუსტდა.

Nostresport.com: მატჩის პირველი გოლის ავტორი ჟორჟ მიქაუტაძე იყო - გულშემატკივრების ახალი კერპი. ქართველს ბურთი პეპემ გადასცა. ის შესანიშნავ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ყვითელი წყალქვეშა ნავის რიგებში მეორე გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან ლა ლიგაში შეაგდო. ჟორჟის აქტივში ასევე 1 საგოლე პასია.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულელური ჟესტი“ | კვერნაძის წითელი ბარათი და ფროზინონეს თავკაცის კომენტარი
„სულელური ჟესტი“ | კვერნაძის წითელი ბარათი და ფროზინონეს თავკაცის კომენტარი