მარცხი ორ სეტში | ბასილაშვილი შანხაის მასტერსს გამოეთიშა
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს გამოეთიშა. ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ხორვატ მარინ ჩილიჩთან დამარცხდა.
ჩილიჩის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდებოდა, თუმცა ხორვატ მეტოქესთან მატჩი ცუდად დაიწყო და პირველი სეტი 35 წუთში, 3:6 წააგო.
მეორე სეტში ბასილაშვილმა საქმე ტაიბრეიქამდე მიიყვანა, თუმცა საბოლოო ჯამში სეტი ჩილიჩმა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.