“ყინული სულ რაღაც 10 დღეში გაარღვია“ - MARCA-ს სტატია მამარდაშვილზე
როგორც მოგეხსენებათ, ალისონ ბეკერმა გალათასარაისთან ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მატჩში გიორგი მამარდაშვილი ჩაერთო.
ამასთან დაკავშირებით, ესპანური გამოცემა MARCA ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
MARCA:
„გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს დაუბრუნდა. შესაძლოა უფრო ადრე, ვიდრე ელოდა, რადგან ქართველმა მეკარემ კარგად იცოდა, რომ თავიდან მეორე მეკარის სტატუსი ექნებოდა. ალისონ ბეკერის ჩრდილი საკმაოდ გრძელია, თუმცა მისი ტრავმის გამო ქართველს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.
ქართველი მეკარე ლივერპულში ამ ზაფხულს გადავიდა, თუმცა კონტრაქტი 1 წლის წინ გააფორმა, თუმცა ვალენსიაში იჯარით დარჩა. ეს 25 წლის მეკარისთვის გამოწვევა იყო და არის. მან იცის, რომ ალისონი სიმბოლოა და მისი პრესტიჟის გამო, მისი ტახტიდან ჩამოგდება რთული ამოცანაა. მამარდაშვილი შანსს უნდა დალოდებოდა და ყველაფრით ესარგებლა. და ამის დროც დადგა.. ალისონმა ტრავმა მიიღო და გიორგი მზად არის.
ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ თითქმის წარმოუდგენელია. ჯერჯერობით მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგამდე მხოლოდ კარაბაოს თასზე შედგა. დებიუტი, რომელიც ყინულის გატეხვას ემსახურება, სანამ მოვლენების განვითარებას ელოდება და სიმართლე ისაა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ მას მოულოდნელად ძალიან მაღალი დონის მატჩებში მოუწევს მონაწილეობა.
ახლა ყველაფერი მის პრემიერლიგაში დებიუტზე მიუთითებს. ის ამას ჩელსის წინააღმდეგ გააკეთებს, რადგან ალისონი გარკვეული დროით ვერ ითამაშებს. მან ყინული სულ რაღაც 10 დღეში გაარღვია და სამ სხვადასხვა შეჯიბრში ითამაშებს.“
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია ალისონ ბეკერის დაბრუნების თარიღი, თუმცა ერთი რამ ცნობილია - ბრაზილიელი მეკარე მინიმუმ ჩელსის წინააღმდეგ და სანაკრებო პაუზაზე ვერ ითამაშებს. ლივერპულისა და ჩელსის დაპირისპირება 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.