ჯეიმი კარაგერი, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

„ვირცის ადგილი სკამზეა“ - კარაგერმა ახალგაზრდა გერმანელი გააკრიტიკა

„ლივერპულის“ ექსფეხბურთელმა და ლეგენდამ, ამჟამად კი CBS-ის კომენტატორმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელმაც მთელი კარიერა მერსისაიდულ კლუბში გაატარა, „წითლების“ გერმანელი ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი გააკრიტიკა.

„გუნდი დაბალანსებული არაა და ამ მხრივ ყველაზე მეტად ფლორიან ვირცი გამოირჩევა. ის ძალიან ცუდად გამოიყურება.


ფლორიანი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ახალ ლიგაში გადავიდა. მას წინ ბევრი დრო აქვს „ლივერპულში“ ადაპტაციისთვის, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ის ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ხვდებოდეს.

„ლივერპულმა“ წინა სეზონის თამაში უნდა დაიბრუნოს, შემდეგ კი წაიწიოს წინ, გააძლიეროს დაცვა და შეტევაშიც უფრო თამამად იმოქმედოს. ახლა გუნდში ნამდვილი ქაოსია. საქმე მხოლოდ ბურთის დაკარგვებს ან წაგებულ მატჩებს არ ეხება. პრობლემები სახეზეა სეზონის პირველივე მატჩიდან“.

შეგახსენებთ, რომ ვირცი „ლევერკუზენიდან“ „ლივერპულში“ ზაფხულში გადაბარგდა. „წითლებმა“ მის სანაცვლოდ „ფარმაცევტებს“ 125 მილიონი ევრო გადაუხადეს. 22 წლის გერმანელმა არნე სლოტის ხელმძღვანელობით 9 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სლოტი: “ჩელსისთან ალისონის თამაში გამორიცხულია“
სლოტი: “ჩელსისთან ალისონის თამაში გამორიცხულია“