ჩაბი ალონსო, ფედერიკო ვალვერდე
Aa
Aa

Marca: ვალვერდემ ქაირათთან მარჯვენა მცველად თამაშზე უარი თქვა

ფედერიკო ვალვერდეს განცხადებების გამო მადრიდის „რეალში“ „ქაირათთან“ მატჩის წინ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა. ამის შესახებ Radio Marca იტყობინება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ურუგვაელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ განაპირა მცველად თამაში არ მოსწონს: „ხშირად მეუბნებიან, რომ ეს ჩემი პოზიცია არაა. მართალი გითხრათ, განაპირა მცველის პოზიციაზე თამაში კომფორტული არაა“.

Radio Marca-ს ჟურნალისტის, ხავი ტინტოს ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრაში ჩაბი ალონსომ ვალვერდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ვინაიდან ურუგვაელმა დანი კარვახალისა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრავმების ფონზე მარჯვენა მცველად თამაში არ ისურვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვალვერდე მატჩისწინა მოთელვაზე ყველაზე ბოლო გავიდა, შემდეგ კი პირდაპირ სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა სამწვრთნელო შტაბმა სათადარიგოებს მოთელვა დაავალა, ვალვერდე მათ არ შეუერთდა, ვინაიდან იცოდა, რომ სათამაშო დროს არ მიიღებდა.

ცნობისთვის, მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი გოლი სწორედ ვალვერდეს უხეშ შეცდომას მოჰყვა. მატჩის შემდეგ ურუგვაელმა განაცხადა, რომ საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ გუნდის ინტერესებში ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დამსახურებულად წავაგეთ“ - ალონსოს მატჩისშემდგომი კომენტარი
“დამსახურებულად წავაგეთ“ - ალონსოს მატჩისშემდგომი კომენტარი