გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ალისონი ჩელსისთან მატჩსა და სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს

ალისონ ბეკერი გამოტოვებს როგორც „ჩელსისთან“ შეხვედრას, ისე სანაკრებო თამაშებს. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

„ლივერპულის“ სამედიცინო შტაბი ბრაზილიელი მეკარის მდგომარეობას დამატებით გამოიკვლევს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, როდის შეძლებს ის დაბრუნებას მოედანზე.

ალისონმა ტრავმა „გალათასარაისთან“ მატჩში მიიღო, რის შემდეგაც კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა.

„ჩელსისთან“ მატჩი 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ხოლო ბრაზილიის ნაკრებს 10 და 14 ოქტომბერს ამხანაგური თამაშები ელის სამხრეთ კორეისა და იაპონიის წინააღმდეგ.

დიდი ალბათობით, „ჩელსისთან“ მატჩში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს – ეს მისთვის პირველი გამოცდილება იქნება ინგლისის პრემიერლიგაში.

ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მერსისაიდულ გრანდს 3 ქულა აქვს. შემდეგ ტურში სლოტის გუნდი ფრანკფურტის „აინტრახტს“ ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა, განვლილი სეზონი კი იჯარით „ვალენსიაში“ ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ლივერპული გალათასარაისთან დამარცხდა
მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ლივერპული გალათასარაისთან დამარცხდა