ბულგარეთი VS საქართველო - ცნობილია მსაჯების ვინაობა
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ბულგარეთს ესტუმრება.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ იმსაჯებს აღნიშნულ დაპირისპირებას. მატჩს დანიელი არბიტრები მოემსახურებიან.
მთავარი მსაჯი იაკობ კელეტი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ლარს ჰუმელგორი და ოლე კრონლიკე გაუწევენ.
მეოთხე მსაჯად მიკელ რედერი დაინიშნა, ხოლო ვიდეო რეფერის იონას ჰანსენი და სანდი პუტროსი მოემსახურებიან.
ცნობისთვის, იაკობ კელეტს საქართველოს ნაკრების მატჩი არასდროს უმსაჯია. ბულგარეთის და საქართველოს შეხვედრა 18 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა არ აქვს. ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს დაკარგული აქვს.