ჩელსი, ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი: “ჩელსისთან ალისონის თამაში გამორიცხულია“

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც გალათასარაისთან მატჩში 56-ე წუთზე ალისონის ნაცვლად შევიდა.

ბრაზილიელმა კარის დარაჯმა ტრავმა მიიღო. ლივერპული კი თურქულ გუნდთან 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ალისონის ჩელსისთან თამაში გამორიცხულია.

სლოტი:

„როცა ასე გიწევს მოედნიდან გასვლა პოზიტიური არასდროს არის. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ალისონი შაბათს არ ითამაშებს. მე ახლა ისევ იმედგაცრუებული ვარ. ეს განსხვავებული თამაში იყო, როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და გოლის გატანის კარგი შანსიც გვქონდა.

ჩვენ არც ისე შორს ვართ გასულ სეზონში ნაჩვენები დონისგან. ზოგჯერ გრაფიკი რთულია. გალათასარაისთან სტუმრად თამაში მარტივი არასდროს არის. ახლა ჩელსისთან უნდა ვითამაშოთ სტუმრად.“

ცნობისთვის, ლივერპული პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ჩელსის დაუპირისპირდება და როგორც აღმოჩნდა გიორგი მამარდაშვილი არისტოკრატების წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს.

 ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მერსისაიდულ გრანდს 3 ქულა აქვს. შემდეგ ტურში სლოტის გუნდი ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მათ საქმეს გავურთულებთ“ - მარსელინო იუვენტუსთან მატჩის წინ
“მათ საქმეს გავურთულებთ“ - მარსელინო იუვენტუსთან მატჩის წინ