გიორგი მიქაუტაძე, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

მიქაუტაძის ტრანსფერი ამჯობინეს | ვილიარეალს ვლაჰოვიჩის შეძენის შანსი ჰქონდა

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „იუვენტუსს“ ხვდება. ტურინელთა თავდამსხმელისთვის, დუშან ვლაჰოვიჩისთვის ამ შეხვედრას ოდნავ განსხვავებული დატვირთვა აქვს და სერბი ფეხბურთელი შეეცდება, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ზაფხულში გაკეთებული არჩევანის არასწორობაში დაამტკიცოს.

AS-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, როდესაც „ვილიარეალი“ არტიომ დოვბიკის გადაბირებას ცდილობდა, ესპანელებს ვლაჰოვიჩის ვარიანტი გამოუჩნდათ. „რომას“ უარის შემდეგ „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ სერბი თავდამსხმელის ტრანსფერი შესთავაზეს. კლუბებს საერთო ენის გამონახვა სურდათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა და „ვილიარეალმა“ არჩევანი მიქაუტაძეზე შეაჩერა.

„ვილიარეალმა კრედიტუნარიანობა გამოავლინა და მაღალი პროფილის გარიგება დახურა, რომლის შემდეგაც გუნდში გიორგი მიქაუტაძე მივიდა. ვლაჰოვიჩს იუვენტუსი არ დაუტოვებია. სერბი გუნდში დარჩა და მეტოქეებისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა. ოთხი გოლი 230 წუთში, აქედან ორი ჩემპიონთა ლიგაზე და განსხვავებული დამოკიდებულება. იუვემ ჯონათან დავიდი და ლოის ოპენდა იყიდა, მაგრამ ვლაჰოვიჩის ნაკბენი კვლავინდებურად მომაკვდინებელია, რაც ვილიარეალმა ძალიან კარგად იცის“, - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ ლიგის ფაზის პირველი შეხვედრა „ტოტენჰემთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა. მიქაუტაძე და კომპანია „იუვენტუსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტი: “ჩელსისთან ალისონის თამაში გამორიცხულია“
სლოტი: “ჩელსისთან ალისონის თამაში გამორიცხულია“