იანიკ სინერი
Aa
Aa

მორიგი ტიტული - იანიკ სინერმა პეკინის ტურნირი მოიგო

როგორც მოგეხსენებათ, საჩოგბურთო სამყაროში შანხაის მასტერსი დაიწყო, სადაც მონაწილეობას იანიკ სინერი მიიღებს.

იქამდე კი იტალიელმა ჩოგბურთელმა პეკინის 500-ქულიან ტურნირზე იასპარეზა და ტრიუმფით დაასრულა.

რეიტინგის მეორე ნომერმა ფინალში ამერიკელი ლეარნერ ტიენსი მარტივად ორ სეტში 6:2 6:2 დაამარცხა.

იანიკმა პეკინში მარინ ჩილიჩი, ატმანი, მაროჟანი, დე მინო და როგორც უკვე მოგახსენეთ ფინალში ტიენი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ შანხაის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობდა, რომელიც პირველივე წრეში მარინ ჩილიჩთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები