ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, მათეუშ გამროტი
Aa
Aa

პიმბლეტი თუ თოფურია? | გამროტი ვარაუდობს, რომ ილია ნოკაუტით მოიგებს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მატეუშ გამროტმა მოქმედ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. გამროტმა „ელ მატადორისა“ და პედი პიმბლეტის პოტენციურ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით პროგნოზი გაგვიზიარა და ილიას გამარჯვება ივარაუდა.

„პედი სახელგანთქმული მებრძოლი არ არის, მაგრამ ძალიან პოპულარულია. ვფიქრობ, საინტერესო დაპირისპირება იქნება, თუმცა მგონია, რომ თოფურია პიმბლეტს დაანოკაუტებს, რადგან პედის ნიკაპი ყოველთვის მაღლა აქვს აწეული.

ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებაში ილიამ აჩვენა, რომ ბრაზილიურ ჯიუ ჯუციში ბრწყინვალე უნარები აქვს. მისი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოებსაც ვუყურებ და შემიძლია ვთქვა, რომ პარტერში კარგი უნარებით გამოირჩევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ილიას გამარჯვების მჯერა და ვფიქრობ, პიმბლეტს დაანოკაუტებს.“

შეგახსენებთ, რომ გამროტი მომდევნო ორთაბრძოლას „ელ მატადორის“ ყოფილი მეტოქის, „დუ ბრონქსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატეუშმა ამ ჩხუბზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ MMA-ის გულშემატკივრებისთვის სრული არსენალის ჩვენებას აპირებს. გამროტისა და ოლივეირას ორთაბრძოლა თბილისის დროით, 12 ოქტომბერს გაიმართება,

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე“ | მერაბ დვალიშვილის სასაცილო ისტორია
„ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე“ | მერაბ დვალიშვილის სასაცილო ისტორია