რომან დოლიძე
Aa
Aa

„ყველაფერი კარგად გამოსდის, ძლიერი მებრძოლია“ | რას ამბობს დოლიძის მომდევნო მეტოქე

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე მომდევნო ჩხუბს კრისტიან ლეროი დანკანის წინააღმდეგ გამართავს. ოქტაგონში შესვლამდე დანკანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და „კავკასიელზე“ ისაუბრა.

„პერსპექტიული მებრძოლიდან საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა დაამარცხო გამოცდილი, მაღალი დონის და ცნობილი მეტოქე, რომელსაც დიდ პატივს სცემენ. რომანი სწორედ ასეთია. სოლიდური მებრძოლია და უკვე წლებია ტოპ 15-ში იმყოფება.

რომანის სტილი ძალიან კარგად ვიცით. მას ყველაფერი მაღალ დონეზე გამოსდის. ვნახოთ, რას გადაწყვეტს და ამ ჩხუბს როგორ მიუდგება. გვინახავს ორთაბრძოლები, რომლებიც დგომში გაატარა და გვინახავს ჩხუბები, რომლებშიც გრეპლინგი გამოიყენა. არის თუ არა დოლიძე ყველაზე რთული მეტოქე, რომელიც აქამდე მყოლია? კი, ის ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია.

მე და რომანს ისეთი სტილი გვაქვს, რომ აუცილებლად იხილავთ ფეთქებად გაცვლებს. დოლიძისთვის საუკეთესო სცენარი დისტანციის შემცირება, კლინჩი და ჭიდაობა იქნება, თუმცა, როგორც ვნახეთ, ის აკეთებს იმას, რასაც მისგან არ ელოდები. ვნახოთ, ამ ორთაბრძოლას როგორ მიუდგება.“

ცნობისთვის, დოლიძისა და დანკანის ჩხუბი მოახლოებულ უქმეებზე გაიმართება. ღონისძიება ლონდონში, O2 Arena-ზე ჩატარდება, ხოლო მისი მთავარი მოვლენა ლერონ მერფისა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასაოცარი ფიზიკა აქვს“ | საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვარაზე
„გასაოცარი ფიზიკა აქვს“ | საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვარაზე