გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ზარია
Aa
Aa

Opta-სა და Goal-ის ვერსიები | ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები და ქართველთა კლუბების პოზიციები

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურის დასრულების შემდეგ, Opta-მ და Goal-მა ტურნირის ფავორიტების რეიტინგი განაახლეს. Goal-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენია“, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 2:1 მოუგო.

მეორე ადგილზეა „არსენალი“. ლონდონელებმა „ოლიმპიაკოსი“ 2:0 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგაზე გოლი ჯერ არ გაუშვიათ. მესამე პოზიციაზე სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ბაიერნს“ ვხედავთ. პსჟ-სთან დამარცხებული „ბარსელონა“ მეოთხეა, ხოლო „რეალი“ - მეხუთე.

Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი ოდნავ განსხვავებულია. ცნობილი სტატისტიკური პორტალის ფავორიტი „არსენალია“, რომელსაც ჩემპიონობის 18%-იანი შანსი აქვს. მეორე ადგილზე „ლივერპული“ იმყოფება - 14.7 პროცენტი, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ მესამეა - 13.96%. მათ შემდეგ მოდიან „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“, ხოლო შემდეგ პოზიციებზე „ბარსელონა“ და „რეალი“ იმყოფებიან.

სხვა ქართველი ფეხბურთელების კლუბებს რაც შეეხებათ, როგორც გითხარით, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ Opta-ს ვერსიით მეორეა, Goal-ის რეიტინგში - მეექვსე. გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ Goal-ის რეიტინგში 25-ეა, Opta-ს მიხედვით - მე-19. გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ ჩემპიონობის 0.27%-იანი შანსი აქვს - 23-ე ადგილი Opta-ს რეიტინგში, მე-18 Goal-ის ვერსიით. გიორგი ზარიას „ქაირათი“ ორივე გამოცემის მიხედვით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ფასები გაიზარდა
Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ფასები გაიზარდა