„გარიგება დადებულია“ - მაკგრეგორი თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბებს
MMA-ს ცნობილმა ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გასამართი ბრძოლა შეთანხმებულია.
„გარიგება დადებულია, ხელმოწერილია, მიწოდებულია. მაკგრეგორი ამერიკის 250 წლისთავზე, თეთრ სახლში იჩხუბებს“, – განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა.
მანამდე კონორმა თქვა, რომ UFC-ის ტურნირზე თეთრ სახლში, მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორის ბოლო ჩხუბი ოქტაგონში 2021 წლის ივლისით თარიღდება, როდესაც ირლანდიელი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასტინ პორიესთან დამარცხდა.
რაც შეეხება ჩენდლერს, მას ზედიზედ 3 წაგება აქვს (პორიე, ოლივეირა, პიმბლეტი) - პედიმ ის ტექნიკური ნოკაუტით მიმდინარე წლის აპრილში დაამარცხა.
ცნობისთვის, თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება 2026 წლის ივნისში გაიმართება, აწონვების ცერემონია კი აბრაამ ლინკოლნის მემორიალის ფონზე გაიმართება.