კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

100 მილიონი და 100 ვიზა | კონორის მოთხოვნები თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩხუბისთვის

კონორ მაკგრეგორს UFC-ში დაბრუნება უნდა. ირლანდიელმა მებრძოლმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩხუბი სურს, ახლა კი დაასახელა მოთხოვნები, რომლებიც UFC-იმ უნდა დაუკმაყოფილოს.

„100 მილიონი დოლარი თეთრი სახლის ქარდზე ჩხუბის სანაცვლოდ. გარდა ამისა, აშშ-ის 100 ოქროს ვიზა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. მოუთმენლად ველი, მსოფლიოს სანახაობას კიდევ ერთხელ როდის ვაჩვენებ. ეს არის სიხარული, რომლის დაფასებასაც არასოდეს ვწყვეტ.“

ცნობისთვის, ოქროს ვიზა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ინიციატივაა, რომელიც 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების საშუალებას იძლევა. ქვეყნის ხელისუფლება აპირებს, პირველ ეტაპზე 80 000 ოქროს ვიზა გაყიდოს, რომელსაც „ტრამპის ბარათადაც“ მოიხსენიებენ.

რაც შეეხება მაკგრეგორს, ირლანდიელი მებრძოლის ბოლო ჩხუბი 2021 წლის ივლისით თარიღდება. კონორი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. გეტყვით იმასაც, რომ თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება სავარაუდოდ 2026 წლის ივნისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის
„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის