„ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო“ - კიტეიშვილის კომენტარი რეინჯერსთან მატჩის შემდეგ
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ პირველ წარმატებას მიაღწია.
„მიდტიულანდთან“ წაგების შემდეგ, გრაცელები საკუთარ მოედანზე „რეინჯერსს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 მოიგეს. ერთ-ერთი გოლის ავტორი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ, კიტემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს თამაში მისთვის ძალიან ემოციური იყო.
„ზუსტად ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა. მოედანზეე თავიდანვე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. დასაწყისი ინტენსიური იყო და ჩვენ მზად ვიყავით გამარჯვებისთვის. მეორე ნახევარში „გლაზგომ“ თამაში გამოასწორა და პრობლემები შეგვექმნა. მაგრამ ჩვენი ნებისყოფითა და მონდომებით ამის განეიტრალება მოვახერხეთ“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ მამის გარდაცვალების გამო, კიტე გუნდს ბოლო 2 მატჩში ვერ დაეხმარა - ევროპა ლიგაზე „მიდტიულანდთან“ და ავსტრიის ბუნდესლიგაში „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ.
29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, გრაცელთა შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.