როდრიგო გოეში, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ექიმების შეცდომა? - როდრიგო 3 წელი დაზიანებული მყესით თამაშობდა

როგორც მოგეხსენებათ, როდრიგო გოეშმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულდა. მეტიც, ბრაზილიელი შემტევი მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

ავტორიტეტული გამოცემა New York Times როდრიგოსთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ თურმე რეალის 11 ნომერი 2023 წლიდან დაზიანებული ჯვარედინი მყესებით თამაშობდა.

რას წერს New Your Times?

2023 წელს ექიმების მიერ ჩატარებული დეტალური გამოკვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, რომელსაც ჯვარედინი მყესის ნაწილობრივი დაზიანება ჰქონდა, ოპერაცია არ დასჭირდებოდა. ამის შემდეგ ის რეგულარულად თამაშობდა.

საქმეში ჩახედული წყაროები, რომლებიც ანონიმურად საუბრობდნენ, რადგან საჯარო კომენტარის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ, აცხადებენ, რომ კონსერვატიული მკურნალობის არჩევა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რადგან ჯვარედინი მყესის ნაწილობრივი დაზიანება ყოველთვის ოპერაციას არ საჭიროებს.

მათი თქმით, მართალია არსებობდა რისკი, რომ დაზიანება უფრო სერიოზულ პრობლემად ქცეულიყო, თუმცა ამ საფრთხის შემცირება შესაძლებელი იყო უფრო ინტენსიური „პრევენციული მუშაობით“, როგორიცაა ფიზიოთერაპია და სავარჯიშო დარბაზში რეგულარული ვარჯიში.

წყაროების ინფორმაციით, არჩეული პროცესი სწორი იყო და ფეხბურთში მსგავსი შემთხვევები სხვაც არაერთხელ მომხდარა. ეს პოზიცია როდრიგოს უახლოესი წარმომადგენლების კომენტარებშიც აისახა, რომლებიც The Athletic-ს ესაუბრნენ.

„მისი ყველა ფიზიკური პრობლემა ყოველთვის იღებდა ყველაზე სწორ გადაწყვეტას, რათა აღდგენა მაქსიმალურად ეფექტურად და სწორად წარმართულიყო. ახლა მთავარი პრიორიტეტი ამ ტრავმის მკურნალობაა და ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნდეს.“

ორშაბათს როდრიგომ „რეალის“ მაისურით პირველად ითამაშა 1 თებერვლის შემდეგ, რადგან მანამდე მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის ტენდინოზის გამო ვერ თამაშობდა.

როდრიგო „რეალის“ მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც 2023 წლის ზაფხულის შემდეგ ჯვარედინი მყესის ტრავმა მიიღო. ამ სიაში ასევე არიან ტიბო კურტუა, დავიდ ალაბა და დანი კარვახალი. მისმა თანამემამულემ, ედერ მილიტაომ, ბოლო სეზონებში ეს ტრავმა ორჯერ მიიღო — პირველად 2023 წლის აგვისტოში, შემდეგ კი 2024 წლის ნოემბერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრამპი: “სულ ერთია, ითამაშებს თუ არა ირანი მუნდიალზე“
ტრამპი: “სულ ერთია, ითამაშებს თუ არა ირანი მუნდიალზე“