ხორვატი თავდამსხმელი უნგრეთის ნაკრებში? მწვრთნელს ნატურალიზაცია სურს
Aa
Aa

ხორვატი თავდამსხმელი უნგრეთის ნაკრებში? მწვრთნელს ნატურალიზაცია სურს

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე უნგრეთი გახლავთ.

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელს მარკო როსის ფერენცვაროშის ხორვატი თავდამსხმელის, ფრანკო კოვაჩევიჩის ნატურალიზაცია და მის ნაკრებში ხილვა სურს.

მისი თქმით, კოვაჩევიჩს უნგრული ფესვები აქვს და იურიდიული პრობლემები არ შეიქმნება, თანაც მას ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია. ფრანკო მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა.

ცნობისთვის, 26 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში ჰაიდუკში, ჰოფენჰაიმის მე-2 გუნდში, რუდეში, ცინცინატიში, დომჟალეში, პაფოსში და სელიეში უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში უნგრეთის გარდა ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა არიან.

ჯვაროსნები უნგრეთთან პირველ მატჩს სტუმრად 2 ოქტომბერს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები