ირის ანტმანი: “გოლები ჩვენი უხეში შეცდომების შედეგად მივიღეთ“
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები საბერძნეთს ესტუმრა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა.
ირის ანტმანი:
„ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მეტოქე მაღალ ტემპში და აგრესიულად თამაშობდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ვფიქრობ, მეორე ნახევარში შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და გოლის გატანის შესაძლებლობა გვქონდა. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ და გოლები ჩვენი უხეში შეცდომების შედეგად მივიღეთ. ფეხბურთი ასეთ შეცდომებს არ გპატიობს.
დარწმუნებული ვარ, ამით არაფერი დასრულდება. შემდეგი მატჩი ფარერის კუნძულებზე გვაქვს. ივნისში კი, როცა ფეხბურთელები უკეთეს სათამაშო ფორმაში იქნებიან, ორივე მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და ჩემი გუნდით ვამაყობ. დღევანდელ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ეს გამოცდილებად გამოვიყენოთ.“
შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები 18 აპრილს, სტუმრად ფარერების კუნძულის წინააღმდეგ გამართავს.